წინგინის პირველი გვერდები შესავალს უკავია, რომელიც ძალიან საინტერესოა
''უცნაურად
ჟღერს, მაგრამ მე ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი ჩემს ხელებზე. ცაცია
დავიდადე, როგორც მამაჩემი. ის ყოველთვის ცდილობს, რომ მარჯვენა ხელით
ვწერო, რადგან ამბობს, რომ ცაციებისთვის ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად
ხდება და ცხოვრებაც უფრო რთულია. ამას ალბათ იმიტომ მეუბნევა, რომ ძალიან
უჭირს გიტარაზე მარცხენა ხელით დაუკრას! იმ მიზნით, რომ ჩემთვის ეს
სირთულეები აერიდებინა, პატარაობიდანვე მაიძულებდა მარჯვენა ხელით მეწერა.
ასერომ თუ ცუდი ხლწერა მაქვს, ეს მხოლოდ მამაჩემის ბრალია! ერთხელაც მე
წავაწყდი წიგნს, ჩინურ დამწერლობაზე. გადაწყვიტე მეცადა. მაშინ კერძო
თვითმფრინავში ვისხედით, აფრენის დროს წინ წავიწიე, და მთელი მელანი ჩემს
კაბაზე, ფურცლებზე და სკამებზე აღმოჩნდა! მწარედ მახსოვს ის შემთხვევა და
იმის მერე აღარ მიცდია ჩინურის სწავლა!
რატომღაც ძალიან მიყვარს ჩემი
ხელები და განსაკუთრებით ვუვლი მათ! ალბათ უცნაურია, მაგრამ მე ეს ძალიან
მსიამოვნებს! ისინი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩეს ცხოვრებაში! მარჯვენა ხელს
საწერად, გიტარაზე და ფორტეპიანოზე დასაკვრელად ვიყენებ! მარცენა ხელით კი
ჩემს დას თმას ვუვარცხი, ვეფერები ჩემს ლეკვებს და ჩემთვის საყვარელ
ადამოანებს.
მემარჯვენე ვარ მე თუ ცაცაია? მომღერალი ვარ თუ მსახიობი? ახლა კი ჩემთვის უჩვეულო ამპულაში ვარ-წიგნი უნდა დავწერო! მაგრამ ვინ ვარ მე სინამდვილეში?
უმეტესობა
მე მიცნობს, როგორც HANNAH MONTANA, მაგრამ ის ხომ მხოლოდ სერიალის
გმირია? მართალია მე მასში ბევრი ჩავდე ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მე სხვა
ვარ! მე ვაპირებ დავწერო წიგნი, რომელიც მიგახვედრებთ თუ ვინ ვარ მე
სინამდვილეში! რადგან ჩემს ცხოვრებაზე ვყვები, ჰანასაც შევეხები, თუმცა ის
მხოლოდ და მხოლოდ გამოგონილი პერსონაჟია!
თითქოს მე ყველთვის მიწევს
გავცე პასუხები, კითხვებს ჩემს შესახებ. სატელევიზიო ინტერვიუში,
ჟურნალში, გამვლელებს ქუჩაში! ყველაას აინტერესებს თუ როგორ მიდის ჩემი
ტური, როდის გამოვა ახალი ალბომი, მაგრამ არასდროს არავინ მეკითხება იმას,
რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია! სწორედ ამ წიგნით მინდა ვუპასუხო იმ
შეკითხვებს, რომლებიც თქვენ ჩემთვის ჯერ არ დაგისვამთ! მე მინდა იცოდეთ,
რომ ჩემი ცხოვრება არ არის ისეთი, როგორიც ჩანს!
თქვენ ფიქრობთ, რომ მე სულ ოცნებებში და ცისარტყელებში ვცხოვრობ, მაგრამ
ეს ასე არ არისმეც ვყოფილვარ დარდიანი, მოწყენილი, გულგატეხილი.. მე
მინდა, რომ ჩემში დაინახოთ, ნეშვილში დაბადებული გოგონა, რომელსაც უყვარს
მერლინ მონრო, და ვერ იტანს ბოსტნეულს! გოგონა რომელსაც ხშირად თავში
ძალიან უცნაური აზრები მოსდის, და არა ადამიანი, რომელიც ფოტოშოპით არის
დამუშავებული დაჟურნალის ყდას ამშვენეს!
ამ
წიგნის წერა 15 წლის ასაკში დავიწყე და მინდა დავამთავრო, როდესაც 16 წლის
გავხდები. მე ძალიან პატარა ვარ იმ ემოციებისთვის და სიხარულისთვის,
რომეიც ცხოვრებამ მაჩუქა. მე ვიცი, რომ ჯერ კიდევ ცხოვრების გზის
დასაწყისში ვარ, და მინდა მოვნიშნო ყველა მილი, რომელსაც ამ გზაზე
გავივლი!''